პოლონეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს
ვარშავა “გაზპრომთან” კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, რომლის მოქმედების ვადა 2022 წელს იწურება.
ამის შესახებ რადიოსადგურ Siódma9.pl-ის ეთერში მთავრობის წარმომადგენელმა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში, პეტრე ნაიმსკიმ განაცხადა.
ვარშავაში იმედოვნებენ, რომ 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება გაზის მიწოდება მილსადენ Baltic Pipe-ის გავლით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს საკმარისი რაოდენობის გაზი რუსული წყაროების მონაწილეობის გარეშე.
“აღარ გავაგრძელებთ კონტრაქტს რუსულ “გაზპრომთან”, – თქვა მან.
პოლონეთი ამჟამად რუსეთისგან წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს, საწვავის მიწოდების ხელშეკრულების ვადა 2022 წელს იწურება.