Sinopharm-ში განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა “დელტა” შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

ჩინეთის ფარმაცევტულმა კომპანია Sinopharm-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო, მეორე თაობის ვაქცინა შექმნა, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო სერვისების ვაჭრობის გამოფენაზე წარადგინა.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, ჩჟუ ცინცზინმა განაცხადა, “ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის “დელტა” და “ბეტა” შტამების წინააღმდეგ” და დასძინა, რომ “ფართო მოქმედების მეორე თაობის რეკომბინანტული ცილის ვაქცინა საცდელ რეჟიმშია”.

Sinopharm-ში ასევე აცხადებენ, რომ ​გააფართოებენ წარმოების სიმძლავრეებს წელიწადში ხუთ მილიარდზე მეტ დოზამდე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე გახდეს.

გამოფენაზე კომპანიამ ოთხი მოდერნიზირებული ვაქცინა წარადგინა. მეორე თაობის ოთხი პრეპარატი სამ კატეგორიად იყოფა: ინაქტივირებული, რეკომბინანტული ცილა და mRNA. აქედან რეკომბინანტული ცილის ვაქცინის ცდების პირველი და მეორე ფაზა დასრულებულია.

როგორც Sinopharm-ის შვილობილი კომპანიის – China National Biotec Group-ის(CNBG) მთავარმა მეცნიერმა, ჩჟან იუნტაომ განაცხადა, ორი ახალი, ინაქტივირებული ვაქცინა არის ორი ვაქცინის განახლებული ვერსია, რომელიც შემუშავებულია CNBG-ის შვილობილი, პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტისა (BIBP) და ვუჰანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის (WIBP) მიერ.

მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ჩინეთი ეპიდემიას აკონტროლებს და ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, ცდები სხვა ქვეყნებში ჩატარდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ უკვე 2022 წლის პირველ ნახევარში ექნებათ კვლევის შედეგები და დაიწყებენ ვაქცინის წარმოებას.

ჩჟან იუნტაომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ Sinopharm-ისა და Sinovac-ის ამჟამინდელი ვაქცინები “დელტა” და “ბეტა” შტამებთან მიმართებით ისევ ეფექტურები არიან. შესაბამისად, ისინი, ვისაც ამჟამად ბუსტერ დოზები დასჭირდებათ, არსებული პრეპარატის დამატებას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები