ემანუელ მაკრონი: ნეიტრალიზებულია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი

ფრანგი სამხედროების მიერ ნეიტრალიზებულია ტერორისტული ორგანიზაციის – „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი საჰარაში, ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრაუი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს.

მაკრონის შეფასებით, მიღწეულია ახალი, მნიშვნელოვანი წარმატება საჰელში ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში.

„ისლამური სახელწიფო საჰარაში“ მიჩნეულია საჰელის რეგიონში მომხდარი თავდასხმების უმრავლესობის ორგანიზატორად. აფრიკის ამ რეგიონში, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს, დისლოცირებულია 5100 ფრანგი სამხედრო. საფრანგეთი საჰელში მისიის დასრულებას მომავლი წლისთვის გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები