ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, ვერაზე გუშინ საღამოს დაჭრილი, ნიკოლოზ კვარაცხელია გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

20 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს.
დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები