ბოლტონი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ შესაძლოა, პუტინს უკრაინაში აგრესიისკენ უბიძგოს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი მიიჩნევს, რომ ავღანეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები კრემლში აღიქმება, როგორც აშშ-ის სისუსტის სიგნალი და ამან, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა, უბიძგოს ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისკენ.

ამის შესახებ ბოლტონმა უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, შეუწყობს ხელს თუ არა ბაიდენის რბილი პოლიტიკა რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას, ბოლტონმა თქვა – “დიახ, რადგან, როგორც თქვენ მშვენივრად იცით, პროვოცირების მამოძრავებელი არა ძალაა, არამედ – სისუსტე.შესაბამისად, როდესაც პუტინი ხედავს სისუსტეს, ის იწყებს ზეწოლას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ავღანეთიდან წასვლის ერთ-ერთი რეალური შედეგი, რასაც მოსკოვი აღიქვამს ზუსტად, როგორც სისუსტის ნიშანს”.

ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. მე ვფიქრობ, რომ ზელენსკიმ მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ბაიდენთან შეხვედრისას, რაც მან ვერ შეძლო ტრამპთან შეხვედრისას. მაგრამ თუ დაფიქრდებით, ის უბრალოდ თავდაყირა აყენებს პოლიტიკას 2019 წლის ზაფხულთან შედარებით. ჩვენ დავკარგეთ ორი წელი და ვფიქრობ, რომ რუსეთი შეეცდება, ამით ისარგებლოს“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები