ბოლტონი: ევროპელებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბუქარესტის სამიტის გეგმა ჩააგდეს

“ევროპელებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების ბუქარესტის სამიტზე მიღებული ინიციატივა ჩააგდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ეს ევროპელების დიდი შეცდომა იყო, მათ გეგმა ჩააგდეს. როგორც შედეგი, მივიღეთ ყირიმის ანექსირება და ომი დონბასში. ამჟამად, უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, ნატო კი არასდროს იღებს წევრად ქვეყნებს, რომლებიც ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. რადგან წევრობის არსი ხომ ომის არიდებაში მდგომარეობს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ გარემოება, რომელშიც უკრაინა იმყოფება, საგანგებოა. ამიტომ, კრეატიულები უნდა ვიყოთ, რომ ის კრიზისი დავძლიოთ, რომლის წინაშეც უკრაინა იმყოფება. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ იმ მიზანთან დაკავშირებით, რომელიც ნატო-ში უკრაინის წევრობას გულისხმობს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკაში და არამხოლოდ სიტყვებით, რათა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რაც მან გააკეთა უკრაინაში და რომ უკრაინა წინ მიიწევს ნატო-ს წევრობისკენ. ამიტომ, სანამ კრემლი ხედავს ჩვენს სისუსტეს, ის შეეცდება, ამით ისარგებლოს, შესაბამისად, უნდა შევცვალოთ ის წარმოდგენა, რომელიც ტრამპისა და ობამას ადმინისტრაციების დროს არსებობდა – რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას”, – თქვა ბოლტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები