უკრაინაში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში ავტომანქანის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
ინციდენტი რამდენიმე საათის წინ ქალაქის ცენტრში მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.
ამავე ინფორმაციით, შემთხვევის დროს უკრაინელი ჯარისკაცი და სამხედრო ინჟინერი – ალექსი კოვალკი და დნეპრის საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის თანამშრომელი დაიღუპნენ.

მომხდარზე მედია, წყაროზე დაყრდნობით, ორ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. ერთი ვერსიით,  ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ, რა დროსაც ის გააქტიურდა, მეორე ვერსიით კი მანქანა დანაღმული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები