რუსეთში მამაკაცს ცოლისთვის საჩუქრად კილოგრამზე მეტი მარიხუანა მიჰქონდა

მოსკოვის ოლქში სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღეს.

ადგილობრივი შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის მამაკაცი გააჩერა და სამართალდამცველებმა მას სთხოვეს, ეჩვენებინა, თუ რა ჰქონდა პატარა ჩანთაში. ამ დროს მამაკაცი გაიქცა.

სამართალდამცველებმა კაცი მეზობელ ქუჩაში დაიჭირეს, რომელსაც ჩანთაში ერთ კილოგრამზე მეტი მარიხუანა ჰქონდა.

ახსნა-განმარტებაში მამაკაცმა თქვა, რომ კანაფი საჩუქრად ცოლისთვის მიჰქონდა.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე “განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანო შენახვის” მუხლით არის აღძრული და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები