Politico: აშშ-მა უკრაინას შესაძლოა, “რკინის გუმბათი” გადასცეს

​ამერიკელმა კანონმდებლებმა 2022 წლის თავდაცვის კანონპროექტში შესწორება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენისგან მოითხოვენ, მიყიდოს ან გადასცეს უკრაინას ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი სისტემები.

ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია “რკინის გუმბათზე”, რომელსაც შეერთებული შტატების არმია იყენებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 2022 წლის თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტის ვერსია შეიცავს შესწორებას, რომელიც ითხოვს პენტაგონისგან, კონგრესს ანგარიში წარუდგინოს, სადაც აღწერილი იქნება “არსებული სისტემების” უკრაინისთვის შესაძლო მიყიდვა ან გადაცემა.

ებრაული კომპანია Rafael-ის მიერ შექმნილი სისტემა “რკინის გუმბათი”, მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლისა და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს – ნისლშიც, წვიმაშიც და მტვრის ღრუბელშიც. სისტემა აანალიზებს საფრთხეს და ანტირაკეტას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ საფრთხე დასახლებულ ადგილს ემუქრება. თითოეულ ბატარეას შეუძლია, დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. ისრაელის ოფიციალური უწყებების განცხადებით, „რკინის გუმბათი“ ღაზის სექტორიდან გამოსროლილი რაკეტების 85–90%-ს უმკლავდება.

ამავდროულად, აშშ-ის არმია ცდილობს, გაარკვიოს, თუ როგორ მართოს “რკინის გუმბათის” ორი სისტემა, რომელიც შეძენილია 2019 წელს კონგრესის დავალებით, – იტყობინება Politico.

გამოცემის ინფორმაციით, სამხედროებს შეექმნათ სირთულე სარაკეტო თავდაცვის სისტემის ინტეგრირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან “რკინის გუმბათი” არ იყო შექმნილი მართვისა და სარდლობის ახალ სისტემაში მუშაობისთვის.

ამასთან, როგორც “პოლიტიკო” კონგრესის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ორი “რკინის გუმბათის” ბატარეა, უკრაინისთვის გადაცემის კანდიდატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები