ევროკავშირი ღარიბ ქვეყნებს ვაქცინების კიდევ 200 მილიონ დოზას გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს დამატებით ვაქცინების 200 მილიონ დოზას გაუგზავნის.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული მომდევნო წლის 6 თვის განმავლობაში მოხდება.

ამის შესახებ მან ევროკომისიის ხელმძღვანლის ყოველწლიური გამოსვლის დროს თქვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვაქცინაციის ევროკავშირის სტრატეგია მოიწონა და აღნიშნა, რომ ბლოკმა 130 ქვეყანაში 700 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გაგზავნა.

გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, რომ პანდემია არის მარათონი და არა – სპრინტი და ევროკავშირმა უნდა გაამახვილოს ყურადღება სამ პრიორიტეტზე: დააჩქაროს გლობალური ვაქცინაცია, გააგრძელოს ევროკავშირის ვაქცინაციის მცდელობა და გააძლიეროს ევროპული მზადყოფნა მომავალი პანდემიებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები