ლავროვი კიევს მოუწოდებს, ღირსება იქონიოს და შეწყვიტოს მუდმივი “მათხოვრობა”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევი მუდმივად ცდილობს, გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკად-2”-თან დაკავშირებით ისტერია შექმნას. მისივე თქმით, ოფიციალური კიევი მუდმივად რაღაცას მათხოვრობს, მათ შორის, ნატო-ში წევრობას, რაც უკრაინელ ხალხს არ ეკადრება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენი უკრაინელი მეგობრები გამუდმებით ცდილობენ, ეს თემა ისტერიის დონემდე აიყვანონ. მათთვის ეს უკვე ჩვევად იქცა, წესში გადაიზარდა – დასავლეთს რამე სთხოვონ. აი, “ჩრდილოეთის ნაკადი”: შეაჩერეთ! თუ ვერ აჩერებთ, მაშინ კომპენსაცია გადაგვიხადეთ და შეგვიშვით ნატო-ში, ევროკავშირში, დიდი ხანია – მზად ვართ. მათხოვრობენ და მათხოვრობენ”, – თქვა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, “ქვეყანას, ალბათ, უნდა ჰქონდეს ღირსება. მდიდარი ისტორიის მქონე უკრაინელი ხალხი იმსახურებს, იყოს შემოქმედი და არა – გამუდმებით გაშლილი ხელით მყოფი მთხოვნელი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები