აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ავღანელი ლტოლვილების დახმარების კამპანიაში ერთვებიან
აშშ-ის სამი ყოფილი პრეზიდენტი: ჯორჯ ბუში-უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაქ ობამა – შეუერთდნენ ახალ ორგანიზაციას, რომლის მიზანია, დაეხმაროს იმ ავღანელ ლტოლვილებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ.
ყოფილი პრეზიდენტები და მათი მეუღლეები მიიღებენ მონაწილეობას Welcome.US-ის საქმიანობაში – რომელიც აერთიანებს არაკომერციულ ორგანიზაციებს, ბიზნეს სტრუქტურებსა და სხვა გაერთიანებებს, ასევე, ცალკეულ პირებს. ორგანიზაცია 14 სექტემბერს შეიქმნა.
ახალი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგეგმება ათიათასობით ავღანელის დახმარება, რომლებიც ჩადიან ქვეყანაში, რესურსებისა და მოხალისეებს მობილიზების გზით.
ჯორჯ ბუში-უმცროსისა და მისი მეუღლის, ლორა ბუშის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია – “ათასობით ავღანელი გვედგა მხარდამხარ, რათა სამყარო უფრო უსაფრთხო ადგილი გამხდარიყო და ახლა ისინი თავად საჭიროებენ დახმარებას”.
ამ დროისთვის, კოალიცია აერთიანებს 280-ზე მეტ პირსა და ორგანიზაციას, ასევე, ისეთ ბიზნეს სტრუქტურებს, როგორებიც არის Microsoft-ი და Starbucks-ი.