ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შტაბების გაერთიანებული კომიტეტი ავრცელებს.

თუმცა, მომხდარის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მომხდარს იაპონიის პრემიერმინისტრი, იოშიჰიდე სუგა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ”ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.” სუგა გეგმავს უშიშროების საბჭოს სხდომის საგანგებო გამართვას.

სუგამ ასევე ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვება “გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ტოკიო მკაცრად აპროტესტებს და გმობს ფხენიანის ქმედებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები