ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანს სულ მალე ბირთვული იარაღი ექნება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, ირანს შეუძლია, ორ-სამ თვეში ჰქონდეს ბირთვული ბომბის წარმოებისათვის საჭირო მასალები და შესაძლებლობები.
ამის შესახებ მან ჟურნალ Foreign Policy-ს განუცხადა.
გამოცემა წერს, რომ განცი რეგიონს აფრთხილებს ბირთვული გამალებული შეიარაღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუ ირანი ბირთვული ბარიერის გადალახვას შეძლებს.
მინისტრის თქმითვე, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანამ შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში მისცეს ირანსა და მის მხარდამჭერებს უფრო თავდაჯერებული მოქმედების საშუალება.
მისივე თქმით, თეირანს არ უნდა მიეცეს უფლება, ამ სიტუაციიდან დაასკვნას, რომ – “უნდა იყოს ძლიერი და გაბედული და დასავლეთი დანებდება”.