კრის ო’ჰერნი: „თი-ემ-აი“ სანდო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპანიაა

 

„სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TMI-ის სისტემა ძალიან კარგია და ძალიან საიმედო მეთოლოგიას ეფუძნება. TMI-ში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფრის სწორად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად გაკეთებას. მონაცემები დამუშავებულ იქნა სხვა მრავალი ქვეყნის მაგალითებისა და პრაქტიკის მიხედვით და პანელის მართვაც ზედმიწევნით კარგად ხორციელდება. ვიტყოდი, რომ ეს არის  საუკეთესოდ მართული ერთერთი პანელი, რომელიც ოდესმე მინახავს. შესაბამისად, მთლიანობაში, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა TMI-მ და ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია, ენდოს მიღებულ შედეგებს“, – ეს შეფასება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია 3M3A-ს პროექტების დირექტორმა, კრის ო’ჰერნიმ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „თი-ემ-აი“-ში აუდიტის ჩატარების შემდეგ გააკეთა.

საერთაშორისო აუდიტორი აცხადებს, რომ კომპანია „თი-ემ-აი“-მ, რომელიც „კანტარ მედიის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ყველა პარამეტრში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

„აუდიტისას, პირველ ყოვლისა, შევისწავლეთ TMI-ის მეთოდოლოგია. განვიხილეთ, რა შეიძლება, გაკეთდეს თეორიულად საქართველოსთვის, გავითვალისწინეთ და შევისწავლეთ რამდენიმე წლის მონაცემები, დავაკვირდით პროცესს და შევამოწმეთ პანელები, რათა დავრწმუნებულიყავთ, რომ ყველაფრის მართვა და მონაცემების დამუშავება საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ხორციელდება. ჩვენი კომპანია აუდიტს მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანში ახორციელებს და შედარების შესაძლებლობა ნამდვილად გვქონდა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ „თი-ემ-აი“ სანდო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპანიაა“, – განაცხადა კრის ო’ჰერნიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები