გიორგი ცუცქირიძე: “მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი გზამკვლევია ინვესტორებისათვისაც, რადგან რეიტინგში გამოყენებული მონაცემები ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა სსფ, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

ფრეიზერის ( Fraser institute) 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში, 2020 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა. ეკონომიკის ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ რეიტინგში საქართველოს გარდა წინ მდგომი ქვეყნებიდან (ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია) ქულა ყველა ქვეყანას გაუუარესდა.
გიორგი ცუცქირიძის თქმით, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ შემუშავებულია წამყვანი კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით.

„აღნიშნული რეიტინგი არის თავისებური გზამკვლევი ინვესტორებისათვისაც, რადგან რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა, როგორიცაა: „მთავრობის ზომა“ (8.14 ქულა, ნაცვლად 8.08 ქულისა)„სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6.72 ქულა, ნაცვლად 6.65 ქულისა) და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9.12 ქულა, ნაცვლად 9.05 ქულისა).
რეიტინგში აღნიშნული პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია შემდეგი კომპონენტებით: მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერებისა და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა თუ ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება.
„ამ რეიტინგის მნიშვნელობა იმითაც ფასდება, რომ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს და ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ფრეიზერის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ წინა პანდემიურ და პანდემიურ პერიოდებს ადარებს ერთმანეთთან, რაც, საინვესტიციო მიმზიდველობის გარდა, ქართული ოპოზიციის კრიტიკის სუბიექტურ და სპეკულაციურ მიდგომებსაც უსვამს ხაზს – ვითომდა, უსაშველოდ გაზრდილ სამთავრობო ხარჯებზე, ტრანსფერების და სუბსიდიების არაეფექტურ გამოყენებაზე და, რაც მთავარია, ოპოზიციისაგან განსხვავებით, საერთოდ არ აყენებს ეჭქვეშ ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეუქცევადობას და ინსტიტუციების ხარისხს, მათ შორის, სამართლებრივი სისტემის თვალსაზრისით,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები