ჩინეთში “ცივილურ ინტერნეტს” ჩამოაყალიბებენ

ჩინეთის ხელისუფლება ინტერნეტსივრცეში სოციალისტური ღირებულებების პოპულარიზაციას გააძლიერებს. აღნიშნული “ცივილიზებული ინტერნეტ სივრცის მშენებლობის გაძლიერების შესახებ შენიშვნების” ტექსტიდან ირკვევა.

ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის საიტზე გავრცელდა.

“შენიშვნების” ტექსტში ნათქვამია, რომ “ცივილიზებული ინტერნეტის” შექმნის მიზანია მარქსიზმის იდეოლოგიის წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერება ინტერნეტსივრცეში, პარტიისა და ხალხის ერთიანობის შესახებ იდეოლოგიური საფუძვლების კონსოლიდაცია, ასევე, “ადამიანების გონებაში ძირითადი სოციალისტური ღირებულებების დანერგვა”.

ამ მიზნების მისაღწევად, კერძოდ, შემოთავაზებულია ვებ-გვერდების, სოციალური ქსელებში საჯარო ანგარიშების, სოციალისტური იდეოლოგიის ხელშემწყობი პროგრამების როლის გაძლიერება.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კანცელარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს კანცელარიამ მოუწოდეს ქვეყნის ყველა რეგიონის, დეპარტამენტს “შენიშვნებში” მოცემული დებულებები პრაქტიკაში განავითარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები