“ევროკავშირმა უნდა განავითაროს ერთიანი მიდგომა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებასთან დაკავშირებით” – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას და ევროკავშირის სამი ქვეყანა გააკრიტიკა: რუმინეთი, პოლონეთი და უნგრეთი.

როგორც სტრასბურგში ევროპარლამენტის ვიცესპიკერმა, რაინერ ვილანდმა განაცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარი 387 -მა დეპუტატმა დაუჭირა, 161 წინააღმდეგი იყო და 123-მა თავი შეიკავა.

მიღებული რეზოლუციის ტექსტი შეიცავს არამხოლოდ ზოგად განცხადებებს სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად.

აღინიშნება, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, იცხოვრონ და იმუშაონ ბლოკის ყველა ქვეყანაში და ამისათვის ევროკავშირმა უნდა განავითაროს ერთიანი მიდგომა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და პარტნიორობის აღიარებასთან დაკავშირებით.

ევროდეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები ვერ მიმართავენ მორალს იმისთვის, რომ დაარღვიონ ერთნაირსქესიანთა მშობლების მქონე ოჯახების უფლებები.

ევროპარლამენტარებმა რუმინეთი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან არ შეასრულა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ის მოქალაქის ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით, რომელიც დაქორწინდა რუმინული წარმოშობის ამერიკელზე. მათ ასევე დაგმეს ლგბტ პირების დისკრიმინაცია პოლონეთსა და უნგრეთში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი სქესობრივი უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ დაჩქარებული პროცედურის დაწყების შესაძლებლობა, ევროპული ხელშეკრულებების დარღვევის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები