ევროპელების უმეტესობა ბლოკის ტოპ-თანამდებობებზე მერკელის დანიშვნას უჭერს მხარს

გერმანიის ჯერ კიდევ მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი ევროპაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, რაც გამოვლინდა იმ გამოკითხვაში, რომელიც გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა ანალიტიკურმა ცენტრმა(ECFR).

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შედარებით, ევროკავშირის ტოპ-თანამდებობებზე მერკელის დანიშვნას მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

ECFR-მა გამოკითხვა ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანაში ჩაატარა.

ჰიპოთეტურ კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს ევროკავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაში მხოლოდ ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი მიიღებდნენ მონაწილეობას, გამოკითხულთა 41% ხმას კანცლერის სასარგებლოდ მისცემდა, ხოლო საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს – 14%.

მერკელს ყველა მეტი მხარდამჭერი ჰყავს ჰოლანდიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

გამოკითხვაში მონაწილე არცერთ ქვეყანაში მერკელსა და მაკრონს შორის მცირე სხვაობა არ დაფიქსირებულა.

ასევე, გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ მსოფლიოში მეტი კონფლიქტი იქნებოდა ანგელა მერკელის დიდი წვლილის გარეშე.

ანგელა მერკელი გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას 26 სექტემბრის არჩევნების შემდეგ დატოვებს. მის პარტიას – “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს” არჩევნებზე ახალი ლიდერი, არმინ ლაშეტი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები