პუტინი თვითიზოლაციის რეჟიმში გადადის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციის რეჟიმში გადადის, – ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.

მისი პრესსამსახურის განმარტებით, გადაწყვეტილება პრეზიდენტის გარემოცვაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას უკავშირდება.

ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირისთვის პუტინის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა ღონისძიება ვიდეოჩართვის რეჟიმში გაიმართება, – დასძენს პრეზიდენტის პრესსამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები