ირაკლი ბერაია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია კომიტეტის წევრებთან ერთად ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალეშ ხმელარს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მხარეებს შორის საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს, ასევე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„ჩეხეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შეხვედრაზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებსაც შევეხეთ და ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობა აღვნიშნეთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ჩეხ დიპლომატთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და კომიტეტის წევრი, ეკა სეფაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები