რუსეთში პატიმრები წამებას აპროტესტებენ – გამოცხადებულია შიმშილობა

ადამიანის უფლებათა პროექტი – Gulagu.net იტყობინება ირკუტსკის ოლქის #2 სასჯელაღსრულების კოლონიაში მასობრივი შიმშილობის შესახებ.

აღინიშნება, რომ პატიმრები მუდმივ დაცინვასა და წამებას აპროტესტებენ.

როგორც პროექტის დამფუძნებელმა, ვლადიმირ ოსეჩკინმა თქვა, ინფორმაცია სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს წყარომ მიაწოდა.

მისი თქმით, პატიმრებს ფორმალური მიზეზით ამცირებენ, სრულიად აშიშვლებენ, სასტიკად უსწორდებიან, ხელბორკილებს ადებენ, იატაკზე ათრევენ.

ამავდროულად, პროექტის მიხედვით, კოლონიის ადმინისტრაცია პროკურატურასა და სხვა უწყებებს უგზავნის სტანდარტულ პატაკებს, “რათა მოხდეს თანამდებობრივი დანაშაულებების ლეგალიზება, რომელიც ხორციელდება სპეციალური საშუალებების გამოყენებითა და ძალადობით”.

გამოცემა წერს, რომ მხოლოდ სექტემბერში კოლონიაში ორი პატიმარი დაიღუპა.

ოსეჩკინის თქმით, შიმშილობა 10 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, კოლონიის ადმინისტრაციამ პროკურატურას ამის შესახებ მხოლოდ 13 სექტემბერს, მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შეატყობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები