უკრაინული მედია: რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვია, არის მსხვერპლი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, დონბასში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმი 12-ჯერ დაირღვა, დაიღუპა ერთი უკრაინელი მებრძოლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსული მხარე მინსკის შეთანხმებებით აკრძალულ შეიარაღებას იყენებდა.

„მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო“, – აღნიშნულია უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები