ბლინკენი: შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აპირებს, ყველაფერი გააკეთოს, რომ დაიცვას უკრაინა რუსეთის მხრიდან შესაძლო შეიარაღებული აგრესიისგან.
ამის შესახებ ბლინკენმა კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში მოსმენების დროს თქვა, სადაც ქვეყნის პირველ დიპლომატს დაუსვეს კითხვა, მზად არის თუ არა ვაშინგტონი, ყველა აუცილებელი ზომა მიიღოს შესაძლო “რუსული აგრესიის” შემთხვევაში.
“აბსოლუტურად. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. მათ შორის, იმ ვალდებულებებს, რომლებსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავდა დაახლოებით ორი კვირის წინ”, – უპასუხა ბლინკენმა.