ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული ათობით ბავშვი გაათავისუფლეს

ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული 75 ბავშვი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გამტაცებლებმა სკოლის მოსწავლეები სამხედროების მხრიდან სპეცოპერაციის ჩატარების მუქარის შემდეგ გაათავისუფლეს.

1-ელ სექტემბერს შეიარაღებულმა პირებმა ზამფარას შტატში მდებარე ერთ-ერთი სკოლიდან 75 მოსწავლე გაიტაცეს.

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, ნიგერიის სხვადასხვა სკოლიდან ათასზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები