ნიგერიაში ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა
ნიგერიაში, კოგის შტატში ციხეზე თავდასხმის შედეგად 240 პატიმარი გაიქცა.
ამის შესახებ ინფორმაციას Channels Television-ი ქვეყნის სასჯელაღსრულების სამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, დაუდგენელი შეიარაღებული პირები ციხეს თავს გვიან ღამით დაესხნენ, რა დროს ბადრაგთან ორმხრივი სროლა გაიმართა.
თავდასხმის დროს, ციხეში 294 ადამიანი იმყოფებოდა.
ამჟამად, გაქცეული პატიმრების დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს.
ციხე დაარსდა 2008 წელს და განკუთვნილია 200 ადამიანისთვის.