ხორვატიაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, პირველად, ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს

ხორვატიაში მოსახლეობის საყოველთაო ელექტრონული აღწერა დაიწყო, რომელიც ციფრულ ფორმატში პირველად ტარდება.

მოსახლეობის აღწერის მიზანი, რომელიც ტარდება ლოზუნგით – “ერთად შევქმნათ ხორვატიის სურათი”, არის ადამიანების რაოდენობის დადგენა, ასევე, მათი ტერიტორიული გადანაწილება, დემოგრაფიული, საგანმანათლებლო, მიგრაციული, ეკონომიკური და სხვა მახასიათებლები.

პირველ ეტაპზე, რომელიც 26 სექტემბრამდე გაგრძელდება, მოქალაქეები ელექტრონულ მისამართზე დამოუკიდებლად შეავსებენ ანკეტას, რომელშიც სულ 38 კითხვაა.

27 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე პროცესში 8 ათასი ადამიანი ჩაერთვება – ისინი იმ ადამიანების გამოკითხვას ჩაატარებენ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით არ შეავსეს კითხვარი, ან მასში შეცდომები დაუშვეს.

პირს, რომელიც უარს იტყვის ინფორმაციის მიწოდებაზე, 667 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

აღწერის პირველი შედეგი უკვე წლის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

ელექტრონული აღწერა ბულგარეთშიც მიმდინარეობს, სადაც პირველ საათებში სისტემაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები