კიოტოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა 85-96%-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი – NHK ავრცელებს.
აღინიშნება, რომ უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ზაფხულში 10 ათასი ადგილობრივი ინფიცირებულის მონაცემი შეისწავლა, რომელთა უმეტესობა იყო აუცრელი, რამაც მისცა იაპონელ სპეციალისტებს შესაძლებლობა, პრეპარატის ეფექტურობა დაედგინათ.
20-დან 60 წლამდე მამაკაცებში ვაქცინის ეფექტურობა 89,6 – 3,4%-ის ნიშნულზე ფიქსირდებოდა, ხოლო 60 წელს ზემოთ პირებში – 94,7- 96,9%.
20-დან 60 წლამდე ქალებში პრეპარატის ეფექტურობა იყო 85,4% – 91,8%, 60 წელს გადაცილებულებში კი – 92,6 – 96,1%.
იაპონელი სპეციალისტები ამბობენ, რომ კვლევა “დელტა” შტამის ფართოდ გავრცელების დროს ჩატარდა და ვარაუდობენ, რომ ვაქცინას ძალიან დიდი ეფექტურობა აქვს, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტის წინააღმდეგ.
ამ დროისთვის, იაპონიის მოსახლეობის 50%-ია სრულად აცრილი. ქვეყანაში გამოიყენება AstraZeneca-ს, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები.