თურქეთში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა, ათობით დაშავებულია
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, მუგლა-დენიზლის მაგისტრალზე ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Demiroren-ი ავრცელებს. ადგილობრივი დროით 07:30 საათზე სკოლისა და ტურისტების ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა. აღინიშნება, რომ ტურისტულ ავტობუსში უკრაინისა და რუსეთის 41 მოქალაქე იმყოფებოდა. ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაღუპულია, დაშავებულები ჰოსპიტალიზებულნი არიან.