ზელენსკი: უკრაინისა და ავღანეთის შედარება არაკორექტულია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არაკორექტულია უკრაინისა და ავღანეთის შედარება, რადგან უკრაინა შეერთებულ შტატებზე ასე ძალიან დამოკიდებული არ არის.
ამის შესახებ მან CNN-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც დაინტერესდა, ხომ არ ეშინია კიევს, რომ ის ქაბულის მსგავსად ვაშინგტონის მხარდაჭერას დაკარგავს.
წამყვანმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც 19 აგვისტოს თქვა, რომ ავღანეთის ყოფილ მთავრობას შეერთებული შტატების მოკავშირის სტატუსმა არ უშველა და იგივე ელოდება უკრაინასაც.
თვის მხრივ, ზელენსკიმ ჟურნალისტს შეახსენა, რომ 2014 წელს უკრაინელებმა შეძლეს სახელმწიფოებრიობის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ მას რუსული არმია აღუდგა, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს კი არათარი გარე მხარდაჭერა არ გააჩნდათ.
როგორც ჯო ბაიდენთან ბოლოდროინდელი შეხვედრის კომენტირებისას ზელენსკიმ თქვა, მადლიერია იმის გამო, რომ უკრაინა შეერთებული შტატების პრიორიტეტებში რჩება. მისი თქმით, “ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. მაგრამ ამ გზავნილის მიღმა ჩვენ მუდმივად ველოდებით ქმედებებს”.