“თალიბანი” ავღანეთის უნივერსიტეტებში ახალ წესებს ამკვიდრებს
“თალიბანის” მთავრობის ე.წ. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აბდულბაქი ხაქანიმ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებისთვის ახალი წესები წარადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, ავღანეთის უნივერსიტეტებში წესები ქალებისა და კაცებისთვის იქნება ცალ-ცალკე. ამასთან, გოგონებს, ძირითადად, ქალები ასწავლიან. ქალების აუდიტორიებში მამაკაცი-ლექტორებიც დაიშვებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შარიათის კანონებს იზიარებენ.
“ქალებისა და კაცების ერთობლივი სწავლება ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, ის ეწინააღმდეგება ეროვნულ ფასეულობებსა და ავღანელების ტრადიციებს”, – თქვა ხაქანიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში მკაცრად იქნება დაცული დრესკოდი. ქალებისთვის აუცილებელი იქნება ჰიჯაბის ტარება.
მოსალოდნელია ასევე იმ საგნების გადახედვა, რომლებსაც უნივერსიტეტებში ასწავლიან.