არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში, ქალაქ სან ანტონიო დე ლოს კობრესთან 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები 177 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები