ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების რაკეტა გამოსცადა

ფხენიანმა 12-13 სექტემბერს შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ რაკეტამ 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც ის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.

ფხენიანის განცხადებით, რაკეტა „უდიდესი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული იარაღია“ და ის პირველია საკრუიზო რაკეტებს შორის, რომელსაც ასეთი სტატუსი მიანიჭეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები