ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი შიშობს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი შესაძლოა კვლავ განმეორდეს
ამერიკის სამხედროების გამოყვანამ ავღანეთიდან აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტების გამეორების საშიშროება გაზარდა, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა განაცხადა.
მისივე თქმით ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ „გაამხნევა და შთააგონა“ ისლამისტი ექსტრიმისტები. საქმე მხოლოდ მორალურ გამხნევებას არ ეხება, არამედ ტერორისტთა გადაჯგუფების მაღალ ალბათობას გაცილებით დიდი თავდასხმების რეალიზაციისთვის.
„რისკი იმისა, რომ აღორძინდებიან და კვლავ დაგვაყენებენ კარგად გათვლილი შეთქმულებების წინაშე, მსგავსად 11 სექტემბრისა, ძალიან გაიზარდა“,- განმარტა მაკკალუმ.