ამირან გამყრელიძე: 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას

24 ათასიც რომ აიცრას ყოველდღიურად, წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ და მეტიც გვექნება. 60 %-ი მოზრდილი მოსახლეობის, მაგრამ 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ყოველდღიური მაჩვენებელი, დღეში 25-30 ათასი ვაქცინირებული იყოს. 24 ათასიც რომ გვქონდეს ყოველდღიურად, წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავდივართ და მეტიც გვექნება.

60 %-ი მოზრდილი მოსახლეობის, მაგრამ 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი იყოს.

როდესაც მოკლე დროში აკეთებ ბევრ აცრას, უფრო სწრაფად აკავებ ეპიდემიას. შეიმჩნევა, რომ პირველ დოზებზე ჯავშანი თანდათან იკლებს, მაგრამ გარდა ჯავშნებისა დღეს ყოველდღიურ აცრებში 30-35 %-ი მოდის ჯავშნის გარეშე გაკეთებულ ვაქცინაზე, როდესაც ადამიანები პირდაპირ მიდიან ამცრელ პუნქტებში და ვირტუალურ კაბინეტებში იცრებიან და მერე რეგისტრირდებიან, რაც კარგია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები