უკანასკნელი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში, COVID-19-ით 4 000 000 – მდე ადამიანი დაინფიცირდა

მიმდინარე კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა.

აღნიშნული რიცხვი, გასულ კვირასთან შედარებით თითქმის 500 ათასით ნაკლებია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ჯანმო“ -ს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მათივე ცნობით უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში პანდემიას 58 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, რაც 12 ათასით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით.

როგორც „ჯანმო“ – ს ექსპერტმა მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, ვითარება გაუმჯობესებულია გასულ კვირასთან შედარებით, მაგრამ რეგიონების მიხედვით მაინც განსხვავდება და საერთო სურათს არ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები