გიორგი ვაშაძე: ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა ცვლილებები თუ არა

“შარლ მიშელის დოკუმენტი არაა ანულირებული, ის ძალაშია ჩვენთვის ხელმომწერებისა და დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც შუამავლობდა ამ დოკუმენტს, მაგრამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს უნდა ცვლილებები თუ არა”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, რომ ადგილობრივ არჩევნებს არ აქვს რეფერენდუმის სტატუსი და შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, ყველამ კარგად ვიცით, რომ 43%-იანი ნიშნული არსებობს და ეს ვერსად ვერ წავა.

„ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ უნდათ თუ არა ცვლილებები, განვითარება, თუ ისევ მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ვერ განიმუხტა“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები