ორი დაღუპული და ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული – რუსეთში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა
რუსეთში, ქალაქ ელცში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ორს კი ამ დრომდე ეძებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის არიან 1971 წელს დაბადებული ქალი და 11 წლის გოგონა. დაშავებულია კიდევ 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ოფიციალურად 47 ადამიანი იყო ჩაწერილი, მაგრამ ყველა იქ არ ცხოვრობდა. შენობა 1970 წელს იყო აშენებული და ის ავარიული არ იყო.