9/11 – მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტიდან 20 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლის შემდეგ ტრაგედიის ჯერ კიდევ უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა.

2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა – ტერორისტებმა ამერიკული სამგზავრო ლაინერი გაიტაცეს და ნიუო-იორკის ცათამბრჯენებს შეეჯახნენ. კიდევ ერთი თვითმფრინავი კი პენტაგონის – აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს უზარმაზარი შენობის დასავლეთ ფასადს შეეჯახა.

მეოთხე ლაინერის მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ტერორისტებს, რომელებმაც თვითმფრინავის გატაცება სცადეს და ის შტატ პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა. დიდი ალბათობით ეს თვითმფრინავი კაპიტოლიუმის შენობას უნდა დაჯახებოდა.

ტერაქტის შედეგად სამი ათასი ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-ქაიდა“-მ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები