ისრაელმა “ჰამასის” სამხედრო კომპლექსზე საპასუხო დარტყმა განახორციელა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რის შემდეგაც ისრაელის სამხედრო ნაწილმა საპასუხო დარტყმა „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსზე განახორციელა.

„რაკეტის საპასუხოდ, რომელიც ღაზას სექტორიდან იქნა გამოშვებული ისრაელის მიმართულებით, ჩვენ დარტყმა მივაყენეთ „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსსა და საწყობს“,- აცხადებს ისრაელის არმია.

მათი განცხადებით, „ჰამასმა“ სათანადო პასუხი უნდა აგოს ყველა ტერორისტულ თავდასხმაზე ღაზას სექტორიდან.

რამდენიმე დღით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში რიგი ობიექტები გაანადგურეს, რომელთა შორის იყო რაკეტების დასამზადებელი სივრცე და ბეტონის ქარხანა, სადაც „ჰამასის“ მიწისქვეშა ტუნელების ქსელი იგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები