პრემიერმინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა.

მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა.
მთავარეპისკოპოსმა პრემიერმინისტრი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გერგეტის სამების ტაძარში პრემიერმინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე  – კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში – დავით ნოზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები