ჯანმო: ცუდი ხარისხის სამედიცინო დახმარება შეიძლება, გახდეს პაციენტების სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
“არასათანადო სამედიცინო დახმარება შესაძლოა, მოსახლეობის გარდაცვალების გამომწვევ 10 წამყვან მიზეზთაგან ერთ-ერთი გახდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსეთში, მელიტა ვუინოვიჩმა პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 17 სექტემბერს აღინიშნება.
“ჯანმო მიიჩნევს, რომ არაჯანსაღი ჯანდაცვა შეიძლება, იყოს სიკვდილის გამომწვევ 10 მიზეზში შევიდეს. მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება საინფორმაციო სისტემა, რომელიც ამის შესახებ გვეტყვის. საშუალოდ, დადგენილია, რომ 10 პაციენტიდან ერთი სტაციონალური დახმარების მიღების დროს უარყოფითი მოქმედების მსხვერპლია”, – თქვა მან.
მისი თქმით, მსოფლიოში სოციალური ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია პაციენტებისთვის ზიანის მიყენებასთან, 1-დან 2 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს.
ჯანმო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეცდომები შეიძლება, წარმოიქმნას არა მხოლოდ სტაციონალური დახმარების აღმოჩენის დროს, არამედ – პირველადი, ამბულატორიული დახმარების გაწევისას.
“ეს არის შეცდომები დიაგნოსტიკაში, შეცდომები მედიკამენტების დანიშვნისას. ათიდან ოთხი ადამიანი, ვისაც მსოფლიოში პირველადი საედიცინო-სანიტარული დახმარებას გაეწევა, განიცდის უარყოფით ეფექტს. ეს არ არის ადამიანის შეცდომის ან მისი ცოდნის საკითხი, ეს სისტემური საკითხია “, – დასძინა ვუჟნოვიჩმა.