თემურ მიქელაძე: საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქრონიკული დაავადებების მქონე რამდენიმე ბავშვი აიცრა, სწორედ მათთვის იყო აუცილებელი ვაქცინაცია

”ჩემი რჩევა იქნება, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია”, – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.

თემურ მიქელაძემ 12 წლის ასაკის ზემოთ მყოფ ბავშვთა ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე რამდენი ბავშვი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„ჩემი მიმართვით, რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში. ერთეული შემთხვევებია, ეს არის განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და სწორედ ამ ბავშვებისთვისაც აუცილებელი იყო ვაქცინაცია, მათ აბსოლუტურად უსიმპტომოდ, გართულების გარეშე გადაიტანეს. ასაკი იყო ორ ბავშვი 12 წლის და ერთი – 15 წლის. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გავაკეთეთ პირველად საქართველოში 12 წლის ასაკის ზემოთ ვაქცინაცია. დაახლოებით, ერთი თვის წინ ეს იყო ერთეული შემთხვევები, კონკრეტულად ჩემი იყო სამი პაციენტი. მათ გადაიტანეს რეაქციის გარეშე, ერთ-ერთი მათგანი დაინფიცირიდა კიდეც და გადაიტანა მსუბუქი ფორმით, შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია”, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები