მექსიკის ცენტრალ;ურ ნაწილში, იდალგოს შტატში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ვიდეომიმართვაში თქვა, მომხდარს, სულ მცირე, 17 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იდალგოს ქალაქ ტულაში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, 2 ათასამდე სახლია დატბორილი.
რეგიონის გუბერნატორმა სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ათასზე მეტი წევრი ჩართო.
მისი თქმით, ასეთი მასშტაბის ტრაგედია ბოლო 40 წლის განმავლობაში არ მომხდარა.