თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვები იწყება

თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს იწყება. პროცესი ყოველდღიურად თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება და საქმეზე ნაფიცმსაჯულები იმსჯელებენ. მტკიცებულებების გამოკვლევამდე და მოწმეთა დაკითხვამდე კი ტექნიკური საკითხები განიხილეს.

ბრალდებული პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის უფლებადამცველის თქმით, საქმის არსებითი განხილვისას გამოსაკითხია ათეულობით მოწმე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან. ოფიციალური ბრალის მიხედვით, გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, საავადმყოფოს დირექტორს შურისძიების მოტივით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ზურა საჩიშვილი მიყენებული ჭრილობებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები