პარლამენტმა ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციების გამკაცრებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება. პარლამენტმა კანონპროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ცვლილებების თანახმად, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე, ათას 500, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, კანონი 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასა და მართვის მოწმობის უფლების ერთი წლით ჩამორთმევას ითვალისწინებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.