ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ორსული მკურნალობს

ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ორსული მკურნალობს, – ამის შესახებ “კვირას” ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადეს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორსულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, მართვით სუნთქვაზე არავინ იმყოფება.

„მეტ-ნაკლებად მშვიდობა გვაქვს. ძალიან საყურადღებოები არიან. მნიშვნელოვანია, გავყვეთ მათ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ზოგი ჟანგბადზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ოქსიგენაციის შესანარჩუნებლად რაიმე მექანიზმები სჭირდებოდეს. მაინც ყველა საყურადღებოა და ახლო მონიტორინგს მოითხოვენ. მართვით სუნთქვაზე არავინ იმყოფება“, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები