იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას თანმხლები დაავადებების მქონე პირებს შესთავაზებენ

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინის მესამე დოზას „კლინიკურად დაუცველ“ ადამიანებს შესთავაზებენ, – ამის შესახებ გამოცემა ,,ბლუმბერგი” ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანზაზე დაყრდნობით წერს.

„მესამე დოზის გამოყენებას სექტემბერში სუსტი ჯანმრთელობის პაციენტებით დავიწყებთ, როგორიცაა ონკოლოგიური და ორგანო გადანერგილი პაციენტები”, – აღნიშნა რობერტო სპერანზამ.

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 64.3 % სრულად არის ვაქცინირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები