ლუგანსკის ოლქში უბედურ შემთხვევას მაღაროელები ემსხვერპლნენ

უკრაინის ლუგანსკის ოლქში ქვანახშირის შახტის სატრანსპორტო კაბინის ბაგირის გაწყვეტას მაღაროელები ემხვერპლნენ. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ცხრა მაღაროელი – ინფორმაციას interfax-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის დროს ლიფტში 25 ადამიანი იმყოფებოდა.
ავარია ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჩერვონოპარტიზანკსში მოხდა.
კაბინაში მყოფი დანარჩენი მაღაროების მდგომარეობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები