თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაჭრილია ერთი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.